Finacial Times-ის ცნობით, "დიდი შვიდეულის" (G7) წევრმა ქვეყნებმა გაააქტიურეს ძალისხმევა, რათა რუსეთის ცენტრალური ბანკის და სხვა წყაროების კუთვნილი 300 მილიარდამდე დოლარის ოდენობის, უცხოეთში განთავსებული ქონების უკრაინისთვის გადაცემაზე შეთანხმდნენ იმ ფონზე, როცა აშშ-ის და ევროკავშირის მხრიდან უკრაინისთვის მასშტაბური დახმარების გამოყოფის პროცესს წინაღობები ხვდება.
ოფიციალური პირების თქმით, ეს ქონება უკრაინის თავდაცვის და საბოლოო რეკონსტრუქციის დაფინანსებას შესაძლებელს გახდიდა.
"'დიდი შვიდეულის“ წევრებს და შესაბამის პოზიციაში მყოფ სხვა ქვეყნებს შეუძლიათ, გაყინონ რუსეთის სუვერენული ქონება, როგორც წინააღმდეგობის ზომა, რომელიც რუსეთს დაარწმუნებს, დაასრულოს თავისი აგრესია", - აშშ-ის მიერ შემუშავებული სადისკუსიო დოკუმენტის ეს ციტატა FT-ის სტატიაში გვხვდება.
„ამერიკელმა მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს რუსული სუვერენული აქტივების გამოყენების თაობაზე და თვლის, რომ მოკლე ვადაა გადაწყვეტილების მისაღებად. მათ ივარაუდეს, რომ ეს შეიძლება, “დიდი შვიდეულის” ლიდერების შეხვედრაზე იყოს განხილული,” - წერს FT.
G7 დიდ ბრიტანეთს, გერმანიას, იტალიას, კანადას, საფრანგეთს, იაპონიასა და აშშ-ს აერთიანებს.